მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ყველაზე მეტი გზავნილი რუსული Zolotaya Korona-ს მეშვეობით შემოდის

5c07cfe53f837
შოთა ტყეშელაშვილი
05.12.18 17:24
1347
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების სახით, ყოველთვიურად საშუალოდ $130 მილიონი შემოდის.

ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია.

იმის გამო, რომ ყველაზე მეტი ქართველი დღეისთვის რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს, ფულადი გზავნილების სისტემებშიც პირველი ადგილი წელს რუსულ Zolotaya Korona-ს უკავია.

მეორე ადგილზე საერთაშორისო გადარიცხვების სისტემა Western Union-ია.

ფულადი გზავნილების მოცულობა 2018 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში გადარიცხვათა სისტემების მიხედვით ასე გამოიყურება:

1) Zolotaya Korona - $285 მილიონი
2) Western Union - $249 მილიონი
3) RIA - $207 მილიონი
4) Intel Express - $166 მილიონი
5) Unistream - $162 მილიონი

საქართველოდან უცხოეთში კი, ყოველთვიურად, დაახლოებით, $20 მილიონის მოცულობის გზავნილები ხორციელდება, აქაც პირველ ადგილზე რუსული Zolotaya Korona იმყოფება, მეორე ადგილზე კი - Western Union-ია.

2018 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში გადარიცხული თანხების სტატისტიკა კი, ასე გამოიყურება:

1) Zolotaya Korona - $78 მილიონი
2) Western Union - $53 მილიონი
3) Unistream - $19 მილიონი
4) Money Gram - $17 მილიონი
5) Intel Express - $8.5 მილიონი

საქართველოს ეკონომიკა ფულად გზავნილებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, რადგანაც ის ექსპორტთან, ტურიზმთან და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან ერთად, უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.

2018 წლის განმავლობაში გზავნილების მოცულობა 15%-ით გაიზარდა და $1.3 მილიარდს მიაღწია. ასევე გაზრდილია საქართველოდან უცხოეთში გადარიცხული თანხაც და ის $170 მილიონს შეადგენს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები