მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ყველაზე პოპულარული აპლიკაციების რეიტინგი

apps

მსოფლიოს მასშტაბით 6 მილიონამდე აქტიური აპლიკაციაა რეგისტრირებული, მათ უდიდეს ნაწილს კი 100,000-ზე ნაკლები მომხმარებელი ჰყავს. ასეთი მრავალფეროვნების მიუხედავად, მომხმარებლების 90% რეალურად აპლიკაციების მხოლოდ 1%-ს იყენებს აქტიურ რეჟიმში.

ამ ელიტარულ კლუბში მოხვედრილი აპლიკაციების მიღმა კი პლანეტის უმდიდრესი ტექნოლოგიური კომპანიები დგანან, მათ შორის ბაზრის უმსხვილესი მოთამაშე კი მარკ ცუკერბერგის მიერ დაფუძნებული Meta არის.

აპლიკაციებთან მიმართებით საქართველოს მასშტაბით არსებული ვითარება სრულ შესაბამისობაშია გლობალურ ტენდენციებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში, როგორც ყველგან სხვაგან, სოციალური ქსელები დომინირებენ.

მართალია, Apple App Store-ის და Google Play-ის ზუსტი მონაცემები საჯარო არ არის, თუმცა ყველაზე პოპულარული აპლიკაციების TOP 5 საქართველოში დაახლოებით ასე გამოიყურება:

1. Facebook
2. TikTok
3. Messenger
4. Instagram
5. WhatsApp

რაც შეეხებათ ქართულ პლატფორმებს, მათ შორის ვხედავთ: Bank of Georgia-ს, TBC Bank-ს, MyMagti-ს, MyCellfie-ს და 2 Nabiji-ს აპლიკაციებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები