მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში Zara-ს, Bershka-ს, Mango-ს, Pull & Bear-ის და სხვა ბრენდების გაყიდვები ₾357 მილიონამდე გაიზარდა

zara

საქართველოში Inditex-ის ბრენდების - Zara-ს, Bershka-ს, Massimo Dutti-ს, Pull & Bear-ის, ასევე ბრენდების Mango-ს, Marks & Spencer-ის, Stradivarius-ისა და Oysho-ს ოფიციალური წარმომადგენელია კომპანია Cenomi-ი, რომელიც საუდის არაბეთის ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილ ჯგუფის მიერ არის დაფუძნებული. ჯგუფი გლობალური ბრენდების რითეილით ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში რითეილით არის დაკავებული.

Cenomi საქართველომ, ანუ შპს "რითეილ ჯგუფ ჯორჯიამ" 2024 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მთლიანი გაყიდვები წლის განმავლობაში 86 მილიონი ლარით, 357 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამასთან, 15.8 მილიონი ლარით გაიზარდა კომპანიის მოგება და მან 50.6 მილიონ ლარს მიაღწია.

ჯგუფში შემავალი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, გაყიდვებში პირველ პოზიციას Zara იკავებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ხუთი მაღაზიით და ელექტრონული კომერციის პლატფომით არის წარმოდგენილი, მათ შორის ბრენდის ყველაზე დიდი 2833 კვადრატული მეტრის მაღაზია "სითი მოლში" მდებარეობს. 2024 წელს საქართველოში Zara-ს გაყიდვები 39%-ით, 164 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ჯგუფში შემავალი ბრენდების გაყიდვების მოცულობა 2025 წელს ასე ნაწილდებოდა:

  1. Zara - 164 მილიონი ლარი;
  2. Mango; Parfois; Aldo; Flormar; US Polo - 57 მილიონი ლარი;
  3. Massimo Dutti - 46.1 მილიონი ლარი;
  4. Stradivarius - 26.5 მილიონი ლარი;
  5. Bershka - 20 მილიონი ლარი;
  6. Pull & Bear - 16.8 მილიონი ლარი;
  7. Marks & Spencer - 4.4 მილიონი ლარი.

"2025 წლისთვის კომპანია აგრძელებს ზრდის სტრატეგიას და ისახავს 5%-იან LFL გაყიდვების ზრდას, რაც 372.9 მილიონ ლარს შეადგენს. Inditex ბრენდების მაღაზიების რენოვაცია დაგეგმილია თბილისი მოლსა და მერანის მოლში, სადაც განახლების პროცესი 2025 წლის ბოლოს დაიწყება და 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ერთერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება Oysho, Stradivarius და Pull & Bear-ის ონლაინ გაყიდვების გაშვება, რისთვისაც 2025 წელს მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდება.

კომპანია ასევე დიდ ყურადღებას დაუთმობს ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციას – შესყიდვების, მიწოდების ჯაჭვისა და BPM პროცესების გაუმჯობესებას, რაც კიდევ უფრო გაზრდის ოპერაციულ ეფექტიანობას. Cenomi Retail Georgia აგრძელებს ლიდერობას რეგიონში და ახორციელებს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს სტრატეგიულ ზრდას, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ოპერაციულ სრულყოფას.

ჯგუფს საქართველოში დასაქმებული ჰყავს საშუალოდ 950 ადამიანი. თითოეული თანამშრომლის შრომითი ხელშეკრულება სრულად შეესაბამება შრომის კოდექსის მოთხოვნებს. საცალო და ადმინისტრაციულ სექტორებში კვლავ შენარჩუნებულია 5- დღიანი სამუშაო კვირა, ხოლო საპენსიო შენატანის თანამშრომლის წილი კვლავ კომპანიის მიერ ფინანსდება,"- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

Cenomi საუდელი მილიარდერის, ფავაზ ალკოჰაირის მიერ არის დაფუძნებული. Forbes-ის თანახმად, 2017 წელს ალჯოჰაირის ქონება 1.2 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, თუმცა მას შემდეგ გამოცემას მისი ქონების შეფასება არ განუახლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები