საქართველოში ზეთის იმპორტი გაიზარდა - რა პოტენციალი აქვს ადგილობრივ წარმოებას?
BM.GE
28.07.23 13:34
• 84
2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში მზესუმზირის ზეთის იმპორტი გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, პირველ 6 თვეში ქვეყანაში 19 მილიონ 659 ათასი დოლარის ღირებულების 16 631 ტონა ზეთი შემოვიდა, რაც ღირებულებით გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 41%-ით აღემატება. წლების განმავლობაში ზეთის მთავარი საიმპორტო ბაზარი საქართველოსთვის რუსეთია და მიმდინარე წლის პირველ ნახევარშიც ზეთის იმპორტის 87.8% რუსეთიდან განხორციელდა. რატომ ვერ ვაწარმოებთ საჭირო რაოდენობის ზეთს და როგორია ადგილობრივი მწარმოებლების განვითარების გზა?