მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოსთან 193 მლნ ევროს ხელშეკრულებებს მოეწერება ხელი"

5b7ebb9e74b93
BM.GE
23.08.18 17:49
4031
"ბოლოს საქართველოში ზუსტად 10 წლის წინ ვიყავი, როდესაც ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. 10 წლის შემდეგაც მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, -ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოშ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები კიდევ მეტად განვითარდეს.

"საქართველო წელს ზეიმობს დამოუკიდებლობის 100 წლის თავს. 200 წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელები ჩამოსახლდნენ და ჩვენ ურთიერთობის დიდი ისტორია გვაქვს.

საქართველოში ბევრი გერმანელი ტურისტი ჩამოდის, ჩემთან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ გერმანული კომპანიების წარმომადგენლები. პრემიერმა ასევე გაგვაცნო შანსები, რომელიც განათლების სფეროშია და შეგვიძლია ბევრი გავაკეთოთ დუალური განათლების სისტემის საქართველოში განვითარების კუთხით.

193 მლნ ევროს ხელშეკრულებებს მოეწერება ხელი, რომელიც მიწისქვეშა გაზსაცავისა და ასევე წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისკენ მიემართება.

საქართველოს და გერმანიას ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. სხვადასხვა სფეროებში შეგვიძლია თანამშრომლობა და მნიშვნელოვანია რომ ორი ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესებს შორის იყო ურთიერთობა. ასევე ერთმანეთს ხშირად უნდა შეხვდნენ ეკონომიკების მინისტრები, რათა ეკონომიკაში ჩვენი ურთიერთობა გაღრმავდეს“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები