მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსთან დაკავშირებით EU-ს გაფართოების უახლესი ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება - ელჩი

ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის თქმით, 4 ნოემბერს გამოქვეყნდება საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების უახლესი ანგარიში, სადაც შეფასებული იქნება, როგორ ასრულებს ქვეყანა რეკომენდაციებს, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას მიიღო. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისში, ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განუცხადა.

"ორ კვირაში, 4 ნოემბერს, გამოქვეყნდება საქართველოს გაფართოების შესახებ უახლესი ანგარიში. ეს იქნება ევროკომისიის ძალიან ვრცელი და ძალიან შინაარსიანი დოკუმენტი, რომელიც ძალიან დეტალურად აღწერს, რა მოხდა საქართველოში გასული წლის განმავლობაში და როგორ უკავშირდება ეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს. ბრიუსელში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი გამართავენ. იმავე დღეს, 4 ნოემბერს, მე ასევე მექნება პრესკონფერენციას თბილისში, რათა ვუპასუხო ყველა კითხვას", - ამბობს ელჩი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები