ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა კონსერვატიული პარტიიდან, ვენდი მორთონმა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, სტივენ დაუთის საქართველოს შესახებ სადეპუტატო კითხვით მიმართა.
დეპუტატი დაინტერესდა რა ნაბიჯებს გეგმავს სამინისტრო საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად.
21 ივლისს გაგზავნილ საპასუხო წერილში დაუთი წერს, რომ კვლავ ღრმად შეშფოთებულია "ქართული ოცნების" მზარდი რეპრესიული პოლიტიკით ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მიმართ.
"11 ივლისს, ჩვენი ევროპელი პარტნიორების კოორდინაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო ოპოზიციური პოლიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები. მე არაერთხელ გავაკრიტიკე რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და მშვიდობიან დემონსტრანტებს მიზანში იღებს. ჩვენ უკვე შევამცირეთ ორმხრივი თანამშრომლობა და განვიხილავთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სხვა შესაძლებლობას. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეცვალოს კურსი და ყველა აქტორის მონაწილეობით ჩაერთოს საქართველოს მომავლის განსაზღვრის ინკლუზიურ ეროვნულ დიალოგში", - წერს მინისტრი.
პირველ ივლისს საფრანგეთის ევროპის საკითხების მინისტრის, ბენჟამენ ჰადადმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ავტორიტარულ პოლიტიკაზე პარტნიორ სახელმწიფოებს შორის საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ინიციატორი სწორედ სტივენ დაუთი იყო.




























