მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსთვის ლიმონის მთავარი მომწოდებელი - თურქეთი ექსპორტს აჩერებს

ლიმონი

ხვალიდან, 8 აპრილიდან საქართველოში ლიმონის მთავარ მომწოდებელი - თურქეთი ლიმონის ექსპორტს აჩერებს. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ადგილობრივი ბაზრის მომარაგების უსაფრთხოების დაცვისთვისაა მიღებულია.

„ლიმონის ექსპორტი 2025 წლის 8 აპრილიდან დროებით შეჩერდება. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შიდა მოთხოვნისა და მიწოდების უსაფრთხოების დასაცავად, მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილი ცივი ამინდისა და ყინვის გამო“, - ნათქვამია თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში.

წელს საქართველომ 269.6 ათასი აშშ დოლარის 559 ტონა ლიმონი იყიდა. აქედან, 68% თურქეთიდან. 85.3 ათასის 39.6 ტონა კი, ნიდერლანდებიდან.

საქართველოში იმპორტირებული თურქული ლიმონი ღირებულება [საბაჟოზე გადასახადების გარეშე] 35 ცენტია, ნიდერლანდურის კი 2.15 დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები