მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსთვის სანავთობო ბიტუმის ყველაზე დიდი მიმწოდებელი აზერბაიჯანი გახდა

60a540cbf22be
ინგა მურუსიძე
19.05.21 21:00
684
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2021 წლის აპრილში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 7,8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2,8 ათასი ტონით ანუ 56%-ით მეტია მარტის მაჩვენებელთან (5,0 ათასი ტონა) შედარებით.

როგორც bm.ge-ს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან აცნობეს, იმპორტის 93,6% (7,3 ათასი ტონა) აზერბაიჯანზე მოდის, 6,4% (0,5 ათასი ტონა) - თურქმენეთზე.

„2021 წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 18,1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,3 ათასი ტონით ანუ 1,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (17,8 ათასი ტონა) შედარებით.

აქედან იმპორტის 88,4% (16,0 ათასი ტონა) აზერბაიჯანზე მოდის, 6% (1,1 ათასი ტონა) - ერაყზე; 2,8% (0,5 ათასი ტონა) - თურქმენეთზე, 2,8% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთზე.

როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, მიმდინარე წელს სანავთობო ბიტუმის იმპორტი იზრდება და ჩვენი აზრით, ის მომავალ თვეებშიც აღნიშნულ ტენდენციას შეინარჩუნებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სანავთობო ბიტუმის ძირითადი მომწოდებელი ჩვენი ქვეყნისთვის გახდა აზერბაიჯანის რესპუბლიკა, რომელმაც ჩაანაცვლა ირანის ისლამური რესპუბლიკა, ამ უკანასკნელიდან ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტის შეჩერების გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები