მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოზე გამავალ დერეფანში ნავთობპროდუქტების გადაზიდვა 40%-ით ძვირია"

5b06c28cdc22e
მაია ბიწაძე
24.05.18 18:40
1108
ნავთობპროდუქტების გადაზიდვაზე საქართველოში არსებული ჯამური ტარიფი 40% აღემატება მეზობელი ქვეყნების ტარიფებს, - ამის შესახებ "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ მიერ მომზადებულ კვლევაში წერია.

"სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა" საქართველოზე გამავალ დერეფანში არსებული ფასები რეგიონში არსებულ რამდენიმე ალტერნატიულ დერეფანს შეადარა.

კერძოდ, შეირჩა ყაზახეთის ტერიტორიაზე განთავსებული აკჟაკაის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, საიდანაც ყველაზე ინტენსიურად ხორციელდება ნავთოპროდუქტების გადაზიდვები, შავი და ბალტიის ზღვების ნავსადგურების მიმართულებით, ალტერნატიული მარშრუტებით.

შედარებისთვის, აკჟაკაი - სანტკტ პეტერბურგის მიმართულებით - ერთი ტონა მაზუთის გადაზიდვის ტარიფი 67 აშშ დოლარს შეადგენს, აკჟაკაი - ბათუმის მიმართულებით ( კურიკი - ბაქოს ბორნის გამოყენებით) - 83 აშშ დოლარს, ტამანის მიმართულებით - 64 აშშ დოლარს, ნოვოროსიისკის - 52 აშშ დოლარს, ხოლო აკჟაკაი - კავკაზის - 50 აშშ დოლარს.

„განხილული ექვსი ალტერნატიული მარშრუტიდან საქართველოს დერეფანი ყველაზე დაბალი მიმზიდველობით გამოირჩევა, რადგან მისი ჯამური ტარიფი 40% აღემატება რუსეთის, კერძოდ ნოვოროსიისკის და კავკაზის პორტების ტარიფებს”,- ნათქვამია კვლევაში.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები