მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„საქკაბელი“ საექსპორტო არეალს აფართოებს - ექსპორტი სლოვაკეთში დაიწყო

„საქკაბელი“ საექსპორტო არეალს აფართოებს. ამჯერად კომპანიამ საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის წევრ კიდევ ერთ ქვეყანაში, სლოვაკეთში განახორციელა. სლოვაკეთში განხორციელებულ საექსპორტო ტრანზაქციას წინ უძღოდა „საქკაბელის“ მიერ საწარმოო ხაზის გაფართოება – კომპანიამ მომხმარებელს ინოვაციური პროდუქტი, სექტორული ტიპის კაბელები წარუდგინა, რომელიც დღეს უკვე აქტიურად მიეწოდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. “საქკაბელის” პროდუქცია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე, მომხმარებელთან გაგზავნამდე დეტალურ შემოწმებას ქარხანაში მოქმედ, ხარისხის კონტროლის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადის. საქკაბელის წარმოებული პროდუქცია 3 კონტინენტზე ევროპის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის მასშტაბით მოიხმარება. საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოება „საქკაბელის“ გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები