მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქკაბელი“ საექსპორტო ქსელს აფართოებს

„საქკაბელის“ მიერ დამზადებულ ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა გლობალურ ბაზრებზე დღითიდღე იზრდება. კომპანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას განაგრძობს. საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერის პროდუქცია ამჯერად ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე შევიდა. ,,საქკაბელის'' პროდუქციის ექსპორტი საზღვაო გადაზიდვის გზით განხორციელდა. ექსპორტის დაწყებამდე კი პროდუქციამ მკაცრი ტესტირების პროცესი გაიარა, რაც საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებსა და სტანდარტებს აკმაყოფილებს. „საქკაბელი“ ექსპორტს 2010 წლიდან ეწევა. 2023 წელს კი საექსპორტო გეოგრაფიას ევროკავშირის ქვეყანა დაემატა. საქკაბელი 67 წელია ბაზარზეა და 2000-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ექსპორტის დივერსიფიცირება და ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული საკაბელო პროდუქციის ჩანაცვლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები