„საქკაბელმა“ საწარმოო ხაზი მორიგი ინოვაციური პროდუქტით – „სოლარ“ კაბელით გააფართოვა. კომპანია ერთ-ერთი პირველია საქართველოში ვინც ევროპული სტანდარტებით აწარმოებს და შესაბამის სერტიფიკატს ფლობს. "სოლარ" კაბელი უკვე რეალიზაციაშიც ჩაეშვა და ის კომპანიები,რომლებიც "სოლარ" პანელებს ამონტაჟებენ, მას უკვე აქტიურად იყენებენ. ახალი პროდუქტის ჩაშვებით კომპანიამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ქვეყნის ენერგოეფექტურობის განვითარებას და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას.