მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქკაბელმა” ენერგეტიკულ გამოფენაზე ახალი პროდუქცია წარადგინა

საქკაბელმა ენერგეტიკულ გამოფენაზე ახალი პროდუქცია წარადგინა. კომპანიამ საზოგადოებას საკაბელო და არასაკაბელო კარგად ნაცნობ პროდუქტებთან ერთად ახალი კაბელებიც გააცნო. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ წარმოდგენილ ნიმუშებზე დეტალური კონსულტაცია მიეღოთ. საქკაბელის’ პროდუქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. კომპანიამ ბაზარზე მოთხოვნადი კაბელის 50-მდე ნიმუში წარადგინა, მათ შორის სოლარ H1Z2Z2-K კაბელი, რომელიც მზის პანელების ურთიერთკავშირსა და გრძელვადიან ფუნქციონირებას საიმედოდ უზრუნველყოფს. შესაბამისად, განახლებადი ენერგიის ნებისმიერ მომხმარებელს უკვე შეუძლია საქკაბელის ქსელში შეარჩიოს: კაბელების საჭირო სახეობა, გოფრირებული მილი და ,შნაიდერ ელექტრიკის პროდუქცია. გამოფენის ფარგლებში საქკაბელმა კიდევ ერთი ინოვაციური სიახლე - ახალი ბრონირებული NAYBY კაბელი გააცნო ვიზიტორებს, რომელსაც საქართველოში მხოლოდ საქკაბელი აწარმოებს. „საქკაბელის’’ მიერ წარმოებულ „სოლარ“ კაბელზე შესაბამისი სერტიფიკატი ჩეხეთის „ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტმა“ გასცა. ,,საქკაბელის’’ წარმოებული „სოლარ“ კაბელის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას საიზოლაციო მასალაში გამოყენებული ფრინველებისა და მღრღნელებისგან საწინააღმდეგო დანამატის შემცველობა წარმოადგენს. შეგახსენებთ, „საქკაბელი“ ადგილობრივ ბაზარზე სფეროს ლიდერის პოზიციას 66 წელია იკავებს და მომხმარებელს, როგორც საკაბელო, ისე ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა. აღსანიშნავია, რომ “საქკაბელის” პროდუქცია, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე, მომხმარებელთან გაგზავნამდე დეტალურ შემოწმებას ქარხანაში მოქმედ, ხარისხის კონტროლის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები