„საქკაბელმა“ ზესტაფონში მესამე გადაიარაღებული სივრცე და ახალი შოურუმი გახსნა. საზეიმო ღონისძიებას როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის და „საქკაბელის“ პარტნიორ კომპანიათა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. განახლებული საწარმოს საქმიანობის შესწავლის შემდეგ, „საქკაბელის“ ორგანიზებით, ბიზნესურთიერთობის განვითარების ხელშემწყობი კონფერენცია გაიმართა, სადაც კომპანიის მენეჯმენტმა დამსწრე საზოგადოებას „საქკაბელის“ გეგმებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. კონფერენციის დასრულების შემდეგ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ელგუჯა ბერანძემ კომპანიას ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.