"FDI-ს შემცირება, მე რაც ვნახე, ძირითადად გამოწვეულია ერთი დიდი პროექტის დასრულებით. რაც შეეხება კონკრეტულ სფეროებს, აქ ხან მოიმატებს, ხან დაიკლებს. რაც შეეხება საშენებლო სექტორს, აქ იყო ბოლო ხანებში შემცირება, თუმცა ჯამში, კერძო ინვესტიციები, განსაკუთრებით შიდა ინვესტიციები, საკმაოდ გაიზარდა 2018 წლის განმავლობაში", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს FDI, 2017 წელთან შედარებით, 35%-ით შემცირდა.