მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მზარდი ტენდენციაა - საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაცია

64c21fc14ae5c
ნინი ლონგურაშვილი
29.07.23 14:31
407

BMG-ის სასტუმროების წარმომადგენლები ეუბნებიან, კოვიდის შემდგომ "საქმიანი ტურიზმი“ შემცირებული იყო, 2023 წლიდან კი ეს მიმართულება გააქტიურდა და სასტუმროში ჯავშნები 2024 წლისთვისაც კეთდება.

ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელი ირმა კოდუა ამბობს, რომ ქვეყანაში ტურიზმის ამ მიმართულების ტენდენცია მზარდია.

“საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მზარდი ტენდენციაა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. იმ ფონზე, რომ საკმაოდ ბევრი ახალი და საინტერესო სასტუმრო იხსნება, რომელთაც შეუძლიათ მოემსახურონ ჯგუფებს, ამის მიხედვით მოთხოვნა შედარებით დაბალია და აღდგენის ტემპი სწრაფი არ არის. ამ პრობლემას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს, რომელთაგან ყველაზე მთავარი რეგიონში არსებული ვითარებაა, შემდეგ მოდის პირდაპირი ფრენების სიმცირე და ავიაბილეთების მაღალი ფასი. ინფრასტრუქტურულად საქმიანი ვიზიტორების მიღება თბილისსა და კახეთს თავისუფლად შეუძლია", - ამბობს ირმა კოდუამ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები