მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#საქმიანისაღამო: დღის რიცხვი - $226 მილიონი

BM.GE
24.04.23 21:49
259
სტატიაში საუბარია:
24 აპრილის დღის რიცხვია 226 მილიონი დოლარი, ანუ თანხა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, Google-ის მფლობელი Alphabet-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, სუნდარ პიჩაიმ, გასულ წელს, ანაზღაურების სახით მიიღო. როგორც კომპანიის მიერ მარეგულირებლისთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, სუნდარ პიჩაის ანაზღაურება მოიცავს, როგორც ხელფასს, ასევე კომპანიის აქციებით გაცემულ სამწლიან ბონუსს. მრავალმილიონიანი თანხის უდიდესი ნაწილი ანუ $210 მილიონი სწორედ სამწლიან ბონუსზე მოდის. ასეთი ტიპის ბონუსი სუნდარ პიჩაიმ 2019 წელსაც მიიღო, როცა მისმა ჯამურმა ანაზღაურებამ $281 მილიონი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები