მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქმიანობის განახლებისთვის ვის ეხება სავალდებულო რეგისტრაცია?-კითხვები და პასუხები

5ead0e8c96017
ელენე გოგბერაშვილი
02.05.20 11:10
7025
ყველა ტიპის ბიზნესი, რომელიც პანდემიის გამო დროებით დაიხურა და საქმიანობის განახლება სურს, 29 აპრილის 18:00 საათიდან სავალდებულო რეგისტრაციას ექვემდებარება. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით უნდა დარეგისტრირდნენ. 


1. კონკრეტულად ვის ეხება რეგისტრაცია?

რეგისტრაცია ეხება ყველა იმ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ობიექტს ან მეწარმე სუბიექტს, ვისი საქმიანობაც არ შედის ნებადართულ ეკონომიკურ საქმიანობაში და სურს საქმიანობის განხორციელება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.

2. სავალდებულოა თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია?

თუ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ობიექტს ან მეწარმე სუბიექტს სურს განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია სავალდებულოა.

3. კომპანიებს, რომლებმაც უკვე გაიარა ინსპექტირება, ეხება თუ არა რეგისტრაცია?

ის კომპანიები, რომლებიც დარეგისტრირდნენ ეკონომიკის სამინისტროს ელექტრონული სისტემის მეშვეობით ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების თაობაზე ნებართვის მიღების მიზნით, აღარ საჭიროებენ განმეორებით რეგისტრაციას ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში.

4. რა ვადებში და რის მიხედვით ხდება რეგისტრაციის შემდეგ კომპანიის შემოწმება?

რეგისტრაციის შემდეგ კომპანიების შემოწმება ხდება, მაქსიმალურად მოკლე ვადებში, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა-გრაფიკის პრიორიტეტულობისა და დარეგისტრირების რიგითობის გათვალისწინებით.

5. რა ვადებში ხდება მუშაობის ნებართვის გაცემა? თუ ნებართვას ვერ მიიღებს შემდეგ რა
ხდება?

ეკონომიკური საქმიანობის უფლების განხორციელების თაობაზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის გაცემის შესახებ კომპანია პასუხს მიიღებს არაუმეტეს 2 დღის ვადაში. ნებართვა გაიცემა დადებითი დასკვნის საფუძველზე, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით მოხდება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაზე ნებართვის გაცემა სექტორულად.

6. რეგისტაციას საჭიროებს თუ არა სასურსათო მაღაზია/აფთიაქი?

სასურსათო მაღაზია, აფთიაქი და ყველა ის ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი ან მეწარმე სუბიექტი, რომელთაც საქართველოს მთავრობის N181 დადგენილების შესაბამისად მინიჭებული აქვთ საქმიანობის განხორციელების უფლება, არ საჭიროებს რეგისტრაციას ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში.

7. როგორ ტარდება შემოწმება და რა ტერიტორიას მოიცავს იგი?

შემოწმება ტარდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, რომელიც წარიმართება ჯანდაცვის სამინისტროს კოორდინაციით საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სსიპ სურსათის ერვნული სააგენტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს - სსიპ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და თვითმმართველი ქალაქის და მუნიციპალიტეტის სამსახურების, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მუნიციპალური სამსახურების მეშვეობით.

8. რა მიმართულებით მიმდინარეობს კომპანიების შემოწმება და რა სახით ხდება შემოწმების შედეგების დაფიქსირება?

შემოწმების დროს ხდება ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის კონტროლი, რის შესახებაც ივსება სათანადო კითხვარი და შემოწმების აქტი. თუ შესამოწმებელი ობიექტი სრულად აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, გაიცემა დადებითი დასკვნა, ხოლო თუ არ აკმაყოფილებს- უარყოფითი. შემოწმების შედეგების შესახებ ეცნობება განმცხადებელს.

9. ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მუნიციპალურმა ინსპექციამ შეამოწმა საჭიროებენ თუ არა ხელახალ რეგისტრაციას?

ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც შემოწმებულია მუნიციპალური ინსპექციის მიერ, აღარ საჭიროებენ ხელახალ რეგისტრაციას ჯანდავის სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში.

10. სარეგისტრაციო ფორმის ინსტრუქცია სად შეიძლება ვნახო?

სარეგისტრაციო ფორმის ინსტრუქცია განთავსებულია საჯაროდ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ.გვერდზე:

იხილეთ ბმული: https://www.moh.gov.ge/uploads/files/ganacxadi.pdf

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები