მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქმიანობის შეჩერების მიუხედავად ბათუმის კლუბები ღონისძიებებს არ აუქმებენ

5f50eeffea713
ვიქტორია მღებრიშვილი
03.09.20 17:35
1478

დღეს შრომის პიროებების ინსპექტირების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმში მოქმედი 4 კლუბი რეგულაციების შეუსრულებლობის გამო შემოწმების შედეგად 10 000 ლარით დაჯარიმდა და საქმიანობა შეუჩერდა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ერთი ობიექტი-შპს რივიერა ბიჩ (კლუბი ივერია ბიჩი) აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, ხოლო ოთხი ობიექტი არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ესენია:

შპს სამაია (კლუბი კონტე)
შპს ვიპ კანუპოსი (UP2U)
შპს ს2020 ლაუნჯ რესტორანი (სოჰო)
შპს სექტორი 26 (სექტორი 26) 


მიუხედავად იმისა, რომ შრომის ინსპექციამ აღნიშნულ კლუბებს საქმიანობა შეუჩერა, როგორც მათ ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდებიდან ირკვევა, კლუბების ნაწილს (სექტორი 26 & სოჰო) დაგეგმილი ღონისძიება არ გაუუქმებიათ. 

BM.GE კლუბ "სექტორი 26"-ს და "სოჰოს" დაუკავშირდა, თუმცა მათგან ოფიციალური განმარტება ამ დრომდე არ კეთდება. 

თავად შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე ჟურნალისტებთან აღნიშნავს, რომ 4 ობიექტს საქმიანობის გაგრძელების უფლება რეკომანდაციების დარღვევის გამო შეუჩერდათ.

„დღეიდან მათ შეეზღუდათ ფუნქციონირების უფლება. რამდენ ხანში მიიღებენ ისინი მუშაობის განახლების უფლება ეს დამოკიდებულია მათზე, თუ ისინი მოახდენენ სოციალური დისტანციის დაცვას და იმ პროტოკოლის შესრულებას, რომელიც გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ, არ ვაძლევთ კონკრეტულ დროს თუ რა პერიოდში უნდა აღმოფხვრან, ეს მათზეა დამოკიდებული, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ განმეორება დარღვევების იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც ყურადსაღებია“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

როგორც BM.GE-ის შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში განუმარტეს, ბიზნესობიექტებს საქმიანობის შეჩერებისა და 10 000 ლარიანი ჯარიმის შესახებ შემოწმების შემდეგ ეცნობათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები