,,საქნახშირის" ადმინისტრაციის განმარტებით, 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია. შესაბამისად, კომპანიამ შეაჩერა კონტრაქტორ კერძო პირებთან ხელშეკრულებები და მიმართა მათ საკუთრებაში არსებული ტექნიკა გაეტანათ.
ასევე, კომპანიამ მიმართა შესამაბის უწყებებს, გაეკონტროლებინათ კერძო მოპოვების კარიერები, რათა არ მომხდარიყო უნებართვოდ შეჭრა და ნახშირის მოპოვება რასაც კომპანიის ინფორმაციით რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი.
მას შემდეგ, რაც "საქნახშირმა" რამდენჯერმე დააფიქსირა კარიერებზე უნებართვო შეჭრა და ნახშირის მოპოვება ,მიმართა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და ცნობის სახით საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "წიაღის ეროვნულ სააგენტო".
კომპანიამ წერილობით მიმართა აღნიშნულ უწყებებს, რათა გაეტარებინათ შესაბამისი ზომები წიაღის უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღკვეთის მიზნით. ამასთან, კომპანიამ რამდენჯერმე მიმართა ინდმეწარმეებს შეეჩერებინათ ნახშირმოპოვებითი სამუშაოები. ვინაიდან კომპანია ფლობდა ინფორმაციას რომ ხსენებული კონტრაქტორების მიერ ხდებოდა ნახშირის ფარული მოპოვება.
აქვე ვადასტურებთ, რომ აღნიშნული პირი, რომელიც მოყვა ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ, 2010 წლიდან არის საქნახშირის თანამშრომელი და მუშაობს ელმავლის მემანქანედ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ის ირიცხება კომპანიის თანამშრომლად ცვლიანობის გრაფიკის გათვალისწინებით დღეს მას სამუშოა დღე არ ჰქონდა", - ნათქვამია განცხადებაში.

























