მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქნახშირის" პრობლემების გამო, ტყიბულს 1.8 მლნ ლარი სარეზერვო ფონდიდან გამოეყო

5b6172d9b3bd7
BM.GE
01.08.18 12:43
745
"საქნახშირის“ მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ტყიბულის მუნიციპალიტეტს სარეზერვო ფონდიდან 1 800 000 ლარი გამოეყო. ტყიბულის მერი თემურ ჩუბინიძე BM.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ რადგან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში კომპანიამ თანხის შეტანა ვერ უზრუნველყო, კანონის თანახმად, მისი გადახდა სახელმწიფოს მოუწია. საქნახშირს გადასახდელი ჰქონდა, როგორც საწარმოს ქონების გადასახადი, ასევე წიაღის მოსაკრებელი.

„წიაღის შარშანდელი მოსაკრებელი კომპანიას 15 იანვარს უნდა გადაეხადა, რომელიც 510 000 ლარს შეადგენდა. ამასთან, კომპანიას 15 ივნისს უნდა გადაეხადა საწარმოს ქონების გადასახადი, რომელიც 1 200 000 ლარს შეადგენდა“, - ამბობს ტყიბულის მერი.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ტყიბულის შახტები დალუქულია და იქ მოპოვებითი სამუშაოები არ მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები