მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქონლის ეტიკეტირების ახალ რეგულაციებში ბევრი ბუნდოვანებაა"

5c54609662d1e
თათია ჩაფიჩაძე
01.02.19 20:15
2273
„საქონლის ეტიკეტირების ახალი წესი პირდაპირ ევროპული სტანდარტებიდან არის დაკოპირებული და ის საქართველოს ბაზარზე მორგებული არ არის“ – საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის რისკების მართვის მენეჯერი ლაშა ლომოური 1 მარტიდან ასამოქმედებელი რეგულაციების ნაკლოვანებაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ბევრი დეტალი დასაზუსტებელია.

„ბევრი რამ გაურკვეველი და ბუნდოვანია: მაგალითად მოგიყვანთ 28-ე მუხლის 1 და 2 პუნქტებს, სადაც წერია, რომ „თუ ზედაპირის ფართობი საშუალებას იძლევა კვებითი ღირებულება გამოსახული უნდა იყოს ცხრილის სახით და ციფრები სვეტის სახით. სხვა შემთხვევაში როდესაც საშუალებას არ იძლევა, საკვები ნივთიერებები გამოსახული უნდა იყოს სწორხაზოვნად“ - აქ არ არის კონკრეტიკა რა ფართობის ზევით და ქვვევით არის აუცილებელი ცხრილის გაკეთება. ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ამა თუ იმ პროდუქტზე არაა საჭირო ცხრილის დაკვრა ფართობიდან გამომდინარე და ინსპექტორმა პირიქით მიიჩნიოს და ამის გამო დაჯარიმდნენ ბიზნეს ოპერატორები. ბევრი კითხვა არსებობს და აუცილებელია ამ ყველაფერზე პასუხის მიღება”, - განმარტა „საქმიანი დილის“ ეთერში ლაშა ლომოურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები