საქართველოში ელექტრონულ კომერცია ზრდას აჩვენებს.
“საქსტატის” მონაცემებით, ბოლო 12 თვეში ინტერნეტის მომხმარებელი მოსახლეობის 38.6%-მა ინტერნეტის მეშვეობით შეიძინა ან შეუკვეთა საქონელი ან მომსახურება. 2025 წელს ეს მაჩვენებელი 37.4%-ს, 2024 წელს კი, მხოლოდ 31.3%-ს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ინტერნეტს საქონელსა და მომსახურებას აქტიურად იძენენ საქალაქო დასახლებების მცხოვრებლები. მათი 42.7% ინტერნეტს საქონლისა და მომსახურების შესაძენად იყენებს. სასოფლო დასახლებებში ეს მაჩვენებელი 31%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ეს წილობრივი განაწილება ბოლო 12 თვეში შეიცვალა. გასულ წელს სასოფლო დასახლებებში ინტერნეტს საქონლისა და მომსახურების შესაძენად მხოლოდ 26.1% იყენებდა.
"საქსტატის" მონაცემებით, ძირითადი აქტივობა 15-29 და 30-59 წლის ასაკის მოსახლეობის მხრიდანაა.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მონაცემებით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 93.5 პროცენტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.5 პროცენტული პუნქტით აღემატება.




























