საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, შპს "საქორგგაზის“ აბონენტებისთვის 1 მ3 ბუნებრივი გაზის მოხმარებისთვის ტარიფი 56.999 თეთრი იქნება, რაც მოქმედ ტარიფზე (57.011 თეთრი) 0.012 თეთრით ნაკლებია.
სემეკი აღნიშნული სატარიფო დადგენილების პროექტს ამ წუთებში განიხილავს, რის შემდეგაც მარეგულირებელი კომისიის წევრები მას კენჭს უყრიან.
ბუნებრივი გაზის ახალი ტრიფი ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.

























