მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქორწინო ტურიზმის პოპულარიზაციისთვის ბიუჯეტიდან $593 000 დაიხარჯება

საქართველოში საქორწინო ტურიზმის პოპულარიზაციისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 592 613 დოლარს დახარჯავს. შესაბამისი ხელშეკრულება კომპანია VIVAAH WEDDING-თან გაფორმდა, რომელიც ქორწილების დაგეგმვისა და ორგანიზების წამყვანი კომპანიაა.

როგორც ირკვევა, დუბაიში რეგისტრირებული კომპანიისგან ტურიზმის ადმინისტრაცია მარკეტინგულ სარეკლამო მომსახურებას სამ ეტაპად ერთი წლის განმავლობაში მიიღებს. ხელშეკრულების დანართების თანახმად, სარეკლამო ღონისძიებები ძირითად საქორწინო მიმართულებით საქართველოს პოპულარიზებას ეხება. ღონისძიებები დუბაისა და ინდოეთის სამ ქალაქში გაიმართება: მუმბაიში, დელიში და აჰმედაბადში. კიდევ ერთი ღონისძიების ჩატარება იგეგმება დუბაიში.

რა სჭირდება საქორწინო ტურიზმის განვითარებას და რამდენად სწორად არის სამიზნე ქვეყნები შერჩეული?

სტუმარი: სოფო ამირანაშვილი - "მუზას" დამფუძნებელი და ღონისძიებების ორგანიზატორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები