მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქორწილო კაბებზე დაბალბიუჯეტიანი მომხმარებლების რიცხვი გაიზარდა“ – „მარიგოლდი“

63bc543e5a277
თინათინ ნატმელაძე
10.01.23 00:00
809
საქორწილო კაბების ბიზნესი ერთ-ერთია, რომელიც პანდემიამ დააზარალა. როგორც „მარიგოლდის“ დირექტორი ნინა ექსეულიძე BM.GE-თან ამბობს, სიტუაცია ჯერაც არ გამოსწორებულა, რადგან კომპანიას 2022 წლის ბოლოს ზრდა არ ჰქონია.

„გაყიდვების რაოდენობა ისევ ძალიან მცირეა. 2022 წელს პანდემიამდელ ნიშნულთან მიახლოება ვერ შევძელით. შეზღუდვების და პანდემიის გამო ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწია, საკმაოდ დიდი დრო იყო იმისთვის, რომ ბიზნესი და თანამშრომლები შეგვენახა", - განაცხადა ნინა ექსეულიძემ.

მისი თქმით, ახლა ძირითადი მოთხოვნა კაბების გაქირავებაზეა, მაგრამ უფრო მეტი მომხმარებელი დაბალბიუჯეტიანია:"მომხმარებელი 500-700 ლარიან კაბებს ჰყავთ, ვიდრე 1500-2000 ლარიანს, ამის მიზეზი კი, რა თქმა უნდა, ქვეყნის შიგნით არსებული ეკონომიკური მდგომარეობაა“.

იგი ასევე ამბობს, რომ საქორწილო კაბების ბიზნესს მომხმარებლების რაოდენობის შემცირებასთან ერთად ქსოვილის საფასურისა და გადასახადების ზრდაც მნიშვნელოვნად აზარალებს.

„ქსოვილის ფასი ძალიან გაიზარდა, ამასთან ერთად მისი ტრანსპორტირების ხარჯიც სულ უფრო მეტად იზრდება, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან გვაზარალებს, ამიტომ ძვირადღირებული ქსოვილების ჩამოტანისგან თავს ვიკავებთ. რაღაც პროექტები რომ იყოს, სადაც სადღესასწაულო კაბებს დავამზადებდით ან გადასახადები მაინც, რომ შეგვიმცირდეს, ეს დიდი შეღავათი იქნებოდა", - განმარტავს ექსეულიძე.

რაც შეეხება 2023 წლის გეგმებს, იგი ამბობს, რომ ახლანდელი მდგომარეობა დამაიმედებელი მოლოდინების ქონის საშუალებას არ იძლევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები