მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქპატენტი ადგილწარმოშობის დასახელებების დასაცავად სამართლებრივ გზებს მიმართავს

5acf1dfd48ced
თამუნა დემეტრაშვილი
12.04.18 12:50
610
საქპატენტი ქართული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიულ აღნიშვნებზე უფლებების აღსრულებას სამართლებრივი გზებით აპირებს. ამ მიზნით უწყება საზღვარგარეთ 100 ათასი ლარის ფარგლებში იურიდიული მომსახურების შეძენას გეგმავს. იქიდან გამომდინარე, რომ შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადება ტექნიკურად შეუძლებელია, უწყება გამარტივებული შესყიდვის უფლებას ითხოვს.

,,საქონლის ქართული ადგილწარმოშობის დასახელებებსა და გეოგრაფიულ აღნიშვნებზე უფლებების აღსრულებისა და ამისათვის საჭირო ღონისძიებების სპეციფიურობიდან გამომდინარე შუძლებელია დაზუსტებით ითქვას და დაიგეგმოს, თუ კონკრეტულად საქონლის ქართული ადგილწარმოშობის დასახელებებსა და გეოგრაფიულ აღნიშვნების რომელ ობიექტებზე გახდება საჭირო ღონისძიებების გატარება და რა მოცულობით“-აღნიშნულია უწყების განმარტებაში.

პირვე ეტაპზე საქპატენტი სამართლებრივი ღონისძიებებს ესტონეთსა და ლატვიაში დაიწყებს, სადაც დაფიქსირდა ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების "სულგუნი", "ჩურჩხელა" უნებართვოდ გამოყენების არა-ერთი შემთხვევა, ხოლო ესტონეთში ღვინის ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების - "Kindzmali", "Kvanzkali", "Kindzmarauli" არაკეთილსინდისიერი განზრახვით სასაქონლო ნიშნად რეგისტრაციის ფაქტი. ქართული მხარე სადაოს გახდის ასევე რუსეთში "ქინძმარაულის" უნებართვო გამოყენებასაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები