"საქპატენტის" ხელმძღვანელი ნიკოლოზ გოგილიძე ბიზნესის წარმომადგენლებს ლიცენზირებული კომპიუტერული პროგრამების გამოიყენებას ურჩევს, რადგან იმ შემთხვევაში, თუ უფლებამფლობელი სასამართლოში წავა, მათ ამ პროგრამის ღირებულების ათმაგი ოდენობის გადახდა მოუწევთ, - ამის შესახებ მან "საქმის კურსსის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით მსგავსი პრეცენდენტები საქართველოში უკვე არსებობს.
"კანონში პირდაპირ წერია, რომ უფლების მფლობელს შეუძლია მოითხოვოს მინიმუმ იმისი ათმაგი ოდენობა, რაც ლიცენზირებული პროგრამებით ოფიციალურად სარგებლობა დაუჯდებოდა. კანონით არ არის განსაზღვრული ზედა ზღვარი, ანუ შესაძლოა სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს თანხა კიდევ უფრო გაიზარდოს.
ამის პრეცენდენტები უკვე არსებობს. კომპანია Microsoft-მა შეიტანა სარჩელი რამდენიმე კომპანიის წინააღმდეგ და პირველი გადაწყვეტილებები ზიანის ანაზღაურებაზე და პროგრამირების ლიცენზირების დავალდებულებაზე, უკვე არის გამოტანილი სასამართლოს მიერ" - განაცხადა ნიკოლოზ გოგილიძემ.
"საქპატენტის" ხელმძღვანელი იმ საფრთეებზეც საუბრობს, რის წინაშეც კომპანიები შესაძლოა არალიცენზირებული პროგრამების გამოყენების შემთხვევაში აღმოჩნდნენ.
"ჩვენ ვესაუბრებით ბიზნესს იმაზე, თუ რა სიკეეთეებს აძლევს ლიცენზირებული პროგრამებით სარგებლობა მათ და ასევე იმაზეც, რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული არალიცენზირებული და პირატული პროდუქციის გამოყენება.
საფრთხეებში არ ვგულისხმობ მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოში უფლების მფლობელის მიერ სარჩელის შეტანას. ძალიან ბევრი საფრთხე არსებობს ტექნიკური კუთხითაც. კერძოდ, პირადი ინფორმაციის გაცემის, კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის საფრთხე. ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს, როდესაც არალიცენზირებული პროგრამების გამოყენება ხდება ბიზნესის მიერ", - განაცხადა ნიკოლოზ გოგილიძემ.