მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატი: საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 1019,7 ლარს გაუტოლდა

5bb1cf754982b
BM.GE
01.10.18 11:39
773
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1019,7 ლარს გაუტოლდა (გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 81.4 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 764,4 ლარი (გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 48,0 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: • მსხვილი ბიზნესი – 1195.9 ლარი, • საშუალო ბიზნესი – 1196.9 ლარი, • მცირე ბიზნესი – 776.1 ლარი.

2017 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 45,7% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა - 11,9%-იანი წილით, შემდეგ მოდის მშენებლობა - 9,8%-იანი წილით, ხელოვნება, გართობა და დასვენება 8,6%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება 6,6%-იანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 4,1%-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 13,3% კი სხვა დარგებზე ნაწილდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები