საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოს მოსახლეობის 20.1% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით ცხოვრობდა.
2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 21.9% იყო, ხოლო 2016 წელს - 22%.
აბსოლუტური სიღარიბის დონე გულისხმობს, თუ რამდენ ადამიანს არ მიუწვდებოდა ხელი აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე.
სოფელში სიღარიბეში 23.1% ცხოვრობს, ხოლო ქალაქში - 18%.
სიღარიბის დონის გასარკვევად ასევე იყენებენ ფარდობით მაჩვენებლებს. ფარდობითი მაჩვენებლებით ირკვევა, ქვეყანაში საშუალო შემოსავლის მაჩვენებელთან შედარებით, მოსახლეობის რა ნაწილს აქვს 40 ან 60 პროცენტით ნაკლები შემოსავალი.
2018 წელს, საშუალო შემოსავლის 60%-ზე ნაკლებს მოიხმარდა მოსახლეობის 20.5%, ხოლო 40%-ზე ნაკლებს 7.6%. 2017 წელს ეს მაჩვენებლები 22.3% და 8.5% იყო.
წყარო: forbes.ge

























