მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქსტატი 2019 წელს სავალუტო ჯიხურების კვლევას ჩაატარებს

5c29dceb13837
ლევან თაღიაშვილი
31.12.18 13:50
878
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2019 წელს რამდენიმე სახის კვლევა ჩატარდება. საქსტატი პირველად გამოიკვლევს სავალუტო ჯიხურებს, ასევე რესტორნებსა და სასტუმროებს.

დაგეგმილია ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების გამოკვლევაც.

"მომდევნო წლის პროგრამაში რამდენიმე ახალი კვლევა გვექნება დამატებული. პირველი უკავშირდება დაუკვირვებადი ეკონომიკის გამოკვლევას რესტორნების და სასტუმროების დარგში, ასევე შუალედური მოხმარების გამოკვლევას. გარდა ამისა, ჩავატარებთ კვლევას, რომელსაც 5 წელიწადში ერთხელ ატარებს საქსტატი, ეს არის ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების აღწერა, ასევე დაგეგმილია სავალუტო ჯიხურების გამოკვლევა, რომელიც პირველად ჩატარდება", - განმარტა თოდრაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები