მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქსტატი: 2019 წლის I კვარტალში მთლიანი ბრუნვის 54.5% მსხვილ ბიზნესზე მოდის

5cf6254860442
თელარა გელანტია
04.06.19 11:58
1061
2019 წლის I კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 27.5%-ით გაიზარდა და 22.9 მილიარდი ლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.

კერძოდ, 2019 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 9.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 9%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის I კვარტალში მთლიანი ბრუნვის 54.5 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 17.4 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 28.1 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41.3 პროცენტი, საშუალოზე - 24.8 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 33.9 პროცენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები