მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქსტატი: 2019 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა

5cc7fad385cc6
შოთა ტყეშელაშვილი
30.04.19 11:40
1128
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 4.7% შეადგინა.

აქედან ყველაზე მაღალი - 6%-იანი ზრდა მარტში დაფიქსირდა, იანვარში ეკონომიკა 3.5%-ით გაიზარდა, თებერვალში კი - 4.6%-ით. 

მთლიანობაში ამ პერიოდში საქართველოს ბიზნეს სექტორის (დღგ-ის გადამხდელთა) ბრუნვამ 17,346,000,000 ლარი შეადგინა. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,  ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობის, ტრანსპორტის, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა სახის მომსახურების გაწევის დარგებში. ასევე, ზრდა დაფიქსირდა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში. 

ეკონომიკური აქტივობის კლება კი, სამშენებლო დარგში ფიქსირდება. 

საქსტატის მონაცემები წინასწარია და ის ეკონომიკის ცალკეული სექტორების მიმართულებით არსებული ზრდის დეტალურ მაჩვენებლებს არ მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები