"საქსტატის" ექსპრეს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 065.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.2 პროცენტით ნაკლებია.
აქედან, ექსპორტი 2 102.0 მლნ აშშ დოლარი იყო, ანუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.3%-ით მეტი, ხოლო იმპორტი - 4 963.4 მლნ აშშ დოლარი, 4.7 პროცენტით ნაკლები.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ივლისში 2 861.4 $მლნ და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5% შეადგინა.

























