მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქსტატი: იანვარ-აპრილში ექსპორტი 17.9%-ით გაიზარდა, იმპორტი 3.1%-ით შემცირდა

5ce268081170a
ლიკა გურაბანიძე
20.05.19 12:36
767
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 859.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.3%-ით მეტია.

აქედან ექსპორტი 1 133.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (17.9%-ით მეტი), ხოლო იმპორტი - 2 726.2 მლნ. აშშ დოლარს (3.1%-ით ნაკლები).

საქსტატის მიხედვით, საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2019 წლის იანვარ-აპრილში, 1 592.8 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3%-ია.

ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4%-ით გაიზარდა და 739.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები