2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 968.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია.
საქსტატის ექსპრეს მონაცემების თანახმად, ექსპორტი 1 775.4 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 11.5%-ით აღემატება, ხოლო იმპორტი - 4 192.9 მლნ. აშშ დოლარი ანუ 4.9%-ით ნაკლები, ვიდრე 2018 წლის პირველ 6 თვეში.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ივნისში 2 417.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5% შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 ივლისს გამოქვეყნდება.

























