მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქსტატი: იანვარში ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა 27%-ით გაიზარდა, დსთ-სთან 32%-ით

58aa9b521e385
BM.GE
20.02.17 11:29
1195
2017 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 651 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 177 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (45 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 474 მლნ. აშშ დოლარს (15 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარში 297 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 143 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 47 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2017 წ. იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 174 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 27 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 53 მლნ. აშშ დოლარი იყო (39 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 121 მლნ. აშშ დოლარი (22 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 30 პროცენტი და იმპორტში 26 პროცენტი (2016 წ. იანვარში შესაბამისად 26, 31 და 24 პროცენტი).

ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 23 პროცენტი (2016 წ. იანვარში 21 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წ. იანვარში 220 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვართან შედარებით 32 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 65 მლნ. აშშ დოლარი (2.2 - ჯერ მეტი), ხოლო იმპორტი 155 მლნ. აშშ დოლარი იყო (13 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 34 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 37 პროცენტი და იმპორტში 33 პროცენტი (2016 წ. იანვარში შესაბამისად 31, 24 და 33 პროცენტი). 2017 წ. იანვარში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 30 პროცენტი (2016 წ. იანვარში 37 პროცენტი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები