მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატი: მამაკაცები უფრო ხშირად ფლობენ აქტივებს, ვიდრე ქალები

5b335c1488d5a
მარიამ ადამია
27.06.18 13:42
698
„გენდერული თვალსაზრისით აქტივების ფლობის“ კვლევის თანახმად, მამაკაცები უფრო ხშირად ფლობენ აქტივებს, ვიდრე ქალები. კონკრეტულად კი, ძირითად აქტივებს შორის საცხოვრისის მფლობელობის წილი ყველაზე მაღალია.

საცხოვრისთან დაკავშირებული უთანასწორობა უფრო აშკარაა დოკუმენტირებულ მფლობელობაში (დაახლოებით 13 პროცენტული პუნქტი), ვიდრე განცხადებულში (დაახლოებით 5 პროცენტული პუნქტი).

გენდერული განსხვავებები სასოფლო–სამეურნეო მიწის მფლობელობაში დასტურდება იმ ფაქტით, რომ მამაკაცები 2–ჯერ უფრო ხშირად არიან დოკუმენტირებული მფლობელები, ვიდრე ქალები. 14 პროცენტული პუნქტის ტოლი გენდერული განსხვავება დაფიქსირებულია სასოფლო–სამეურნეო მიწის განცხადებულ მფლობელობაში.
უძრავი ქონების მფლობელობის შედარებამ სოფლად და ქალაქად არ გამოავლინა მნიშვნელოვანი განსხვავებები საცხოვრისებისა და სხვა უძრავი ქონების შემთხვევაში. მთლიანობაში, გენდერული უთანასწორობა უძრავი ქონების ფლობაში უფრო შესამჩნევია სოფლად.

გარდა ამისა, კვლევის თანახმად, ყველა აქტივს შორის ფინანსური აქტივების გაცხადებული წილი ყველაზე დაბალი აღმოჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები