მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქსტატი: საშუალო ხელფასი 82 ლარით გაიზარდა და 1106 ლარს გაუტოლდა

5b14f69622307
BM.GE
04.06.18 12:20
1008
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, წლის I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1106,4 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 82,4 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 841,1 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 64,7 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

მსხვილი ბიზნესი – 1193.2 ლარი
საშუალო ბიზნესი – 1219.6 ლარი
მცირე ბიზნესი – 944.1 ლარი.

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 46,3% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა - 10,9%-იანი წილით, შემდეგ მოდის ხელოვნება, გართობა და დასვენება 10,8%-იანი წილით, მშენებლობა - 7,5%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება 6,5%- იანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 5,3%-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 12,7% კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

2018 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (21,9%) და ვაჭრობა (17,2%). შემდეგ მოდის მშენებლობა (16,7%) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 9,6%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 34,6 პროცენტიანი წილი უჭირავს.
2018 წლის I კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 25,6%, 13,1% და 10,6%-იანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (10,0%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8,3%) დარგის საწარმოებზეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები