საქსტატის კვლევის მიხედვით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2.3 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წელს 2016 წელთან შედარებით ქალებში გაიზარდა 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში შემცირდა 1.6 პროცენტული პუნქტით. ამის შესახებ საქსტატის კვლევაშია აღნიშული, რომელიც 2017 წლის დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებელს იკვლევს.

აქტიურობის დონე შედარებით მაღალია კაცებში. 2017 წელს ქალებში აქტიურობის დონე 58,2 პროცენტს, ხოლო კაცებში - 74,6 პროცენტს შეადგენდა. 2017 წელს 2016 წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში გაზრდილია 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში შემცირებულია 2.8 პროცენტული პუნქტით.

2017 წელს 2016 წელთან შედარებით ქალებში დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო კაცებში შემცირდა 1.1 პროცენტული პუნქტით.