მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის იმპორტზე 27 მლნ 553 ათასი აშშ დოლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის მაჩვენებელს (30 მლნ 748 ათასი აშშ დოლარი) დაახლოებით $3 მლნ-ით ჩამორჩება.
ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-მ "საქსტატიდან" გამოითხოვა.
მიუხედავად, თანხობრივ მაჩვენებელში ელექტროენერგიის იმპორტის შემცირებისა, აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის კომერციული ოპერატორის ბოლო მონაცემებით, 2019 წლის ივნისში ელექტროენერგიის იმპორტი 28.9%-ით გაიზარდა, ჯამურად წლის პირველ ნახევარში კი 5.1%-ით. ამ პერიოდში იმპორტი სომხეთიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელდა.

























