ცხრა თებერვალს საქველმოქმედო ფონდმა ავერსი და ავერსის კლინიკამ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან დადებული მემორანდუმი განაახლა. მემორანდუმის ფარგლებში, საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ იღებს ვალდებულებას, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრებს და ვეტერან სპორტსმენებს უფასოდ გაუწიოს სამედიცინო მომსახურება „ავერსის“ კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს მკურნალობისთვის საჭირო ყველა მედიკამენტით.