მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტს, შესაძლოა საგადასახადო შეღავათები დაუწესდეს

57639b239a075
BM.GE
17.06.16 10:37
2039
ფილანტროპიის და ქველმოქმედების განხორციელების ხელშეწყობას, საზოგადოებრივი პარტნიორობის განვითარებას და სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრას ისახავს მიზნად კანონპროექტი „ფილანთროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლებიც პარლამენტის წევრების გუგული მაღრაძისა და ზვიად კვაჭანტირაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადდა.

კანონპროექტი ითვალისწინებს ფილანტროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორცილებელი სუბიექტებისთვის სტიმულირების მიზნით საგადასახადო შეღავათებს. კერძოდ, ფილანტროპიული ან/და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორიციელებელი სუბიექტის მოგება, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგების გარდა, თავისუფლდება მოგების გადასახადისგან. საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ საქმიანობის (ღონისძიების) შედეგად მიღებული თანხების გადაცემა შემდეგი ფიზიკური პირებისთვის: სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, მარტოხელა და მრავალშვილიანი დედებისთვის, ობოლი და მარჩენალდაკარგული პირებისთვის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, სტიქიური უბედურების, ავარიების, კატასტროფების, ეპიდემიების ან/და ეპიზოტიების, ომის და შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაზარალებული პირებისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დასახიჩრებული პირებისათვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული პირის ოჯახის წევრებისათვის, მძიმე და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისათვის.

ორმაგი დაბეგვრისგან გათავისუფლება, კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის თქმით, არ არის პროექტში მკვეთრად განსაზღვრული. მისივე განცხადებით, "ჩვენ უნდა დავუახლოვდეთ ევროპულ კანონმდებლობას და ბიზნესმენს უნდა ჰქონდეს სტიმული და შესაძლებლობა, რომ გაწიოს ქველმოქმედება, ამიტომ ეს კანონპროექტი ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია, მაგრამ კომიტეტი მხარს დაუჭერს იმ შემთხვევაში თუ ის ჰარმონიაში იქნება კონსტიტუციასთან, საგადასახადო კოდექსთან და მთავრობის მხრიდან ექნება დადებითი დასკვნა".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები