მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სარაგბო 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატი იცვლება

20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბში

მსოფლიო რაგბიში საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ მმართველი შეიცვალა და ახლა ბრეტ რობინსონი ცდილობს ასაკობრივ დონეზე ტურნირებში სიახლეები დანერგოს. მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეების რაოდენობის გაზრდის, შემდეგ ჯერი 20-წლამდელთა მორაგბეებზეც მიდგა.

საფრანგეთის რაგბის კავშირის ცნობით, 2026 წლიდან 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობა ოთხი წევრით, 12-დან 16-მდე მოიმატებს.

ცვლილება შეეხება ტურნირის ფორმატსაც, კერძოდ ოთხგუნდიანი ჯგუფებიდან მეოთხედფინალში პირველ და მეორე ადგილზე გასული ნაკრებები იასპარეზებენ. თუმცა წელს ჩემპიონატი კვლავ ძველი ფორმატით ჩატარდება 12 ნაკრები 3 ჯგუფში განაწილდება და ჯგუფის გამარჯვებულებს საუკეთესო მეორეადგილოსანი უკვე ნახევარფინალურ სტადიაზე შეუერთდებათ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეცხრე ადგილი დაიკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები