მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სარეკლამო აბრებზე ახალი რეგულაციები, სავარაუდოდ, ერთ თვეში ამოქმედდება

5ad6ea9761625
მეგი კავთუაშვილი
18.04.18 10:49
1134
თბილისის მერია სარეკლამო აბრებზე სანებართვო დოკუმენტაციას სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შენიშვნების გათვალისწინებით შეადგენს. ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, ქართულ ენასთან თავსებადობის მიზნით, სასურველია ყველა დაინტერესებულმა სუბიექტმა სახელმწიფო ენის დეპარტამენტს მიმართოს.

საკანონმდებლო ბაზაში დაგეგმილი ცვლილებების შეტანამდე თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური სარეკლამო აბრებზე ქართული წარწერების არ ქონის გამო კომპანიებს არ აჯარიმებს.

„რეკლამის შესახებ“ კანონდარღვევის შემთხვევაში, ზედამხედველობის საქალაქო სამსახური სამართალდამრღვევს აფრთხილებს და მოუწოდებს დარღვევის გამოსწორებისაკენ. გამოუსწორებლობის შემთხვევაში ადგენს ოქმს, რომელზეც შემდგომსასამართლო მსჯელობს. ამ მიმართულებით არსებული კანონის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საქართველოს პარლამენტში უკვე ინიციარებულია ცვლილებები, რომლის მიხედვით, იგეგმება ფულადი ჯარიმების ოდენობის გაზრდა, გარდა ამისა, დამრღვევის დაჯარიმებას ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები თავად შეძლებენ. ახალი რეგულაციები, სავარაუდოდ ერთ თვეში ამოქმედდება.

„დღეის მდგომარეობით, ახალი კანონის ძალაში შესვლამდე, სამსახური ყოვედღიურ რეჟიმში აფრთხილებს სუბიექტებს, მოაწესრიგონ და კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთ ობიექტებზე არსებული სარეკლამო აბრები. ბევრმა კომპანიამ ამ კუთხით ზედამხედველობის საქალაქო სამსახურთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და მომართვის შემთხვევაში, თითოეული საკითხის ინდივიდუალურად შესწავლა ხდება.“ -განუცხადეს BM.GE-ს მერიის ზედამხედველობის სამსახურში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები