სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე, ასეთი სახელწოდებით, თიბისიმ ახალი კამპანია დაიწყო. ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით და მასთან თანამშრომლობით, თიბისი პირველი კომპანიაა, რომელმაც გადაამუშავა სარეკლამო ბანერები, ანუ რას ნიშნავს, ეს. გარემოზე ზრუნვის მიზნით, დაძველებულ სარეკლამო ბანერებს, ახალი ფუნქცია შესძინა და მათგან პრაქტიკული ნივთები - ლეპტოპის ჩანთები და ზურგჩანთები შექმნა. თიბისი, როგორც ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუცია, აცნობიერებს პასუხისმგებლობას, თუ რამდენად პოზიტიური გავლენა შეიძლება იქონიოს გარემოს მდგრადობის შენარჩუნებაზე. ამიტომ, სარეკლამო მასალების გადამუშავების ინიციატივაც მიზნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
სტუმრები: ალექსანდრე მაყაშვილი - თიბისის სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელი;
კოკა ქამუშაძე - კრეატიული სააგენტო „პლეიმეიკერსის“ მმართველი პარტნიორი;