მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარეკლამო კომპანიის შესარჩევად, რომელიც ლიცენზირებულ ტაქსებთან ითანამშრომლებს, მალე კონკურსი გამოცხადდება

5bd015ef15128
თამუნა დემეტრაშვილი
24.10.18 10:47
475
სარეკლამო კომპანიის შესარჩევად, რომელიც ლიცენზირებულ ტაქსებთან ითანამშრომლებს, მალე კონკურსი გამოცხადდება-ამის შესახებ, თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხარჯებს, რომელიც ავტომანქანების თეთრად შეღებვას უკავშირდება, თავის თავზე სწორედ შერჩეული სარეკლამო კომპანია აიღებს. ,,ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპზე, ლიცენზიას მიიღებენ ის ტაქსები, რომლებიც ტექნიკურ დათვალიერებას წარმატებით გაივლიან და მანქანები მოწესრიგებული ექნებათ, არავითარი გადასახადი არ ექნებათ. მათ ასევე აქვთ შეღავათი ის, რომ საშემოსავლო გადასახადს არ გადაიხდიან, ქალაქში იქნება საპარკინგე ადგილები, სპეციალურად მათთვის, სადაც გაჩერება უფასო იქნება. მათ ასევე შეეძლებათ საკუთყარ ავტომანქანებზე რეკლამა განათავსონ და ეს შემოსავალიც მათი საკუთრება იქნება”-განაცხადა კალაძემ. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის დედაქალაქში უკვე რეგისტრირებულია 20 ათასამდე ტაქსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები