მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სარემონტო კომპანია "რინოქსი" საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build 2025-ზე

ექსპო ჯორჯიამ “Caucasus Build”-ის მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლა. სამი დღის განმავლობაში დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა ბაზარზე მყოფი 200-მდე წამყვანი კომპანიის შეთავაზებებს გაცნობოდა, პარტნიორებთან ერთად გამოფენაზე სარემონტო კომპანია რინოქსიც იმყოფებოდა. რინოქსი, ეს არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს უძრავი ქონების სრულ რემონტს, ინტერიერის დიზაინსა და ავეჯის დამზადებას სთავაზობს, მათ სივრცეში შესაძლებლობა გაქვთ ბინის მოსაწყობად აუცილებელი ყველა სერვისი და მომსახურება მიიღოთ. კომპანია ბაზარზე უკვე 8 წელია ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში მათ პორტფელში უკვე 400-ზე მეტი სხვადასხვა მასშტაბისა და სირთულის დასრულებული პროექტი ერთიანდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები