სარესტორნო ბიზნესი სახელმწიფოს მიერ დადგენილი გადასახადების გადახედვას კვლავ ითხოვს. ჰორეკა სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ მათთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა 18%-იანი დამატებული ღირებულების გადასახადია, რაც მათი შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რაც ქვეყანაში ამ ბიზნესის განვითარებას აფერხებს. სექტორის მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ გამოწვევა თავად არსებული საგადასახადო სისტემაა, როდესაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვისას კვების ობიექტები დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლას ვერ ახერხებენ. რას ითხოვს სარესტორნე ბიზნესი და რა გამოწვევებია დარგში?


































